ჰაკერებმა აშშ-ს კომერციული ბანკიდან მოიპარეს ოცი კლიენტის პერსონალური მონაცემები, იტყობინება Columbia Tribune.
ბანკის წარმომადგენლების თქმით, მონაცემთა ბაზა, რომელიც
ბოროტმოქმედებმა გატეხეს, შეიცავდა სახელს, მისამართს, სოციალური დაზღვევის ნომერს, ტელეფონის ნომრებს და ზოგიერთ შემთხვევაში კლიენტების ანგარიშის ნომრებს. ყველა 20 კლიენტი, რომელთა მონაცემებიც იქნა მოპარული, ცხოვრობენ მისურის შტატში (ბანკი ოთხი აშშ-ს შტატის მომსახურებას ეწევა). მთლიანობაში გატეხილი მონაცემთა ბაზა ითვლის 3 ათასამდე ჩანაწერს.
აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ საბანკო ინფორმაციული სისტემის გატეხვა მოხდა არც ისე ბევრი მონაწილის მიერ ერთი კვირის წინ და ინციდენტს უკვე დაზვერვის ფედერალური ბიურო იძიებს. ყველა კლიენტთან, რომელთა მონაცემებიც იქნა მოპარული, ბანკი ვალდებულებას იღებს შესთავაზოს საკრედიტო ანგარიშების უფასო მონიტორინგი უახლოესი ორი წლის განმავლობაში.