ინფორმაცია ანიმეზე: დასახელება: ნარუტო:ქარიშხლოვანი ქრონიკები ორიგინალური დასახელება: Naruto: Shippuuden გამოშვების წელი: 2007 (On-going) ჟანრი: სათავგადასავლო, კომდია, საბრძოლო ხელოვნება, შონენი რეჟისორი: დატე ხაიატო
ფილმის შესახებ: პოპულარული ანიმე სერიალის 'Naruto' ს მეორე ეკრანიზაცია, ამ ანიმე პროექტის მეორე ნაწილის სიუჟეტი არის მანგის ნაწილი. ორი წელი გავიდა მას შემდეგ რაც უზუმაკი ნარუტო ჯირაიასთან ერთად კონოჰას სოფლიდან გაემგზავრა... და აი როგორც იქნა ის უკან დაბრუნდა რათა ახალი ძალებით შეუდგეს ჰოკაგეს ტიტულისაკენ სწრაფვას! და რათქმაუნდა გააგრძელოს სასკეს ძებნა ჰარუნო საკურასთან ერთად. მაგრამ ამასობაში "აკაცუკიც" აქტიურდება, ისინი აპირებენ ხელში ჩაიგდონ ცხრავე "კუდიანი" დემონი...
ზოგადად შინაარსი : ერთხელ სოფელ კონოჰას ცხრაკუდა მელიამ შეუტია. მელია ძალიან ძლიერი იყო და შეეძლო ერთი კუდის მოქნევით მთები დაენგრია. იგი ხალხს აწიკოკებდა. ამიტომაც მეოთხე ჰოკაგემ ( სოფელის მთავარი მმართველი) დათმო საკუთარი სიცოცხლე და ცხრაკუდა მელია ახალდაბადებულ ნარუტოში მოაქცია. როდესაც ნარუტო იზრდებოდა, ხალხი მას ცუდად ეპყრობოდა, რადგან მხოლოდ ცხრაკუდა მელას ხედავდნენ მასში. მესამე მმართველმა ხალხს აურძალა ცხრაკუდა მელაზე საუბარი, რათა ნარუტოს არ გაეგო სიმართლე. ასევე პატარა ბავშვებს აზრი რომ არ შეცვლოდათ ნარუტოზე. ნარუტოს უნდა რომ ხალხის ყურადღება მიიქციოს, ამიტომაც ყველაფერს ცდილობს ამის გასაკეთებლად. ნინძების აკადემიაში ნარუტო ყველაზე ცუდი მოსწავლე იყო, იგი ვერ იტანდა კლონირების ტექნიკას, რადგან არ გამოსდიოდა, მაგრამ მომავალში კლონირების ტექნიკა მისთვის ყველაზე საყვარელი გახდა. მისი სურვილია რომ გახდეს სოფლის ჰოკაგე, ამ ოცნების განსახორციებლად კი ყველაფერს აკეთებს.